გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დღეის მდგომარეობით საქართველოდან 4.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა

30-11-2020

მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან 29 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 9 088 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა. ექსპორტის ღირებულებამ 4.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 27%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება, 31%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. ამავე პერიოდში, 3%-ით გაიზარდა ხურმისა და კარალიოკის საექსპორტო ფასი.

მიმდინარე წელს წარმოებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (4 004 ტონა), უკრაინასა (2 931 ტონა) და სომხეთში (2 009 ტონა), ასევე, ბელარუსში, ყატარში, მოლდოვაში, ჰონკონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში.