გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული კაცი გარდაიცვალა

14-03-2018

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 50 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას „პირველი არხი" ავრცელებს.

50 წლამდე მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან რუსთავის ცენტალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტს რამდენიმე საათის განმავლობაში ოპერაცია უტარდებოდა თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.


დანარჩენი 4 დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ერთი პაციენტი კლინიკიდან გაწერეს, ხოლო დანარჩენებს გამოკვლევა უტარდებათ.


ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, რუსთაველისა და ბათუმის ქუჩის კვეთაზე, დაახლოებით 18 საათზე მოხდა. სატვირთო მანქანა სამარშუტო ტაქსის დაეჯახა. ავარიის შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა.

"პია"