გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი: მესმის, რომ ადამიანებს შიშის გამო სურთ საავადმყოფოში მოხვედრა, მაგრამ ყოველთვის ამისი აუცილებლობა არ არის

30-11-2020

მესმის, რომ ადამიანებს შიშის გამო სურთ, რომ მოხვდნენ საავადმყოფოში, მაგრამ ყოველთვის ამისი აუცილებლობა არ არის, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ პრემიერ-მინისტრსა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისათვის საწოლფონდის ის რაოდენობაა მობილიზებული, რომელიც სრულიად საკმარისია მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

„იყო რიგითი, სამუშაო შეხვედრა. ყოველკვირეულად ვიკრიბებით და ვმსჯელობთ ამ საკითხებზე, თუ რა დავალებები იყო და რა გაკეთდა. ვიმსჯელეთ, რა საწოლფონდი გვჭირდება შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. იმდენად დიდია რაოდენობა, რომ ჩვენ შედეგებს იანვრის დასაწყისამდე ვერ ვნახავთ

საწოლფონდის ყველაზე კარგი შემაკავებელი არის პროფილაქტიკა. თუ ჩვენ პროფილაქტიკურ მედიცინას არ მივყევით, რასაც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, არ ეყოფა არანაირი საწოლფონდი. ამ დროისათვის საწოლფონდის ის რაოდენობაა მობილიზებული, რომელიც სრულიად საკმარისია, საერთო სტატისტიკიდან გამომდინარე. მთავარია სტაციონარში მოხვდნენ ის ადამიანები, ვისაც ეს ნამდვილად ესაჭიროებათ. მესმის, რომ ადამიანებს შიშის გამო სურთ, რომ მოხვდნენ საავადმყოფოში, მაგრამ ყოველთვის ამისი აუცილებლობა არ არის“, - განაცხადა დავით გადელიამ.