გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ნატანების მომსახურების ცენტრიდან "ლიბერთი ბანკის" სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაიტაცეს

20-11-2017

როგორც "გურიის მოამბისთვის" გახდა ცნობილი, გასულ შაბათს გვიან ღამით, ნატანებში სწრაფი ჩარიცხვის  აპარატი მოიპარეს. 
როგორც ადგილობრივები "გურიის მოამბესთან" აცხადებენ, "ლიბერთი" ბანკის კუთვნილი აპარატი  ნატანების მომსახურების ცენტრიდან ჯერ ჯერობით დაუდგენელმა პირებმა მოიპარეს.
ის მოგვიანებით, რამდენიმე მეტრში მდებარე სპორტდარბაზში დამტვრეული იპოვეს. 
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, თუ კონკრეტულად რა თანხა გაიტაცეს აპარატიდან  ვერ საუბრობენ, თუმცა  ვარაუდობენ, რომ თანხა სოლიდურია, რადგან იმ დილით რამდენიმე ადგილობრივს ელექტროენერგიის გადასახადი სწორედ ამ აპარატში ჩაურიცხავს. 
როგორც "გურიის მოამბესთან" შსს სამინისტროს პრესსამსახური ამბობს, მომხრდართან დაკავშირებით პოლიციისთვის განცხადებით არ მიუმართავთ. 
წყარო: "გურიის მოამბე"