| « მარტი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 | |||||
2-12-2020
„მოხარული ვარ, რომ ვარშავაში ვიმყოფები და მონაწილეობას ვიღებ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში. ბედნიერი ვარ, რომ საქართველო ნატო-ს მაღალ პოლიტიკურ დღის წესრიგშია. ასევე შესაძლებლობა მაქვს პოლონელ კოლეგასთან ჩვენი წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა განვიხილოთ“ - წერს დავით ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 1-2 დეკემბერს ქ. ვარშავაში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალში იღებს მონაწილეობას.
Twitter-ის საშუალებით საგარეო საქმეთა მინისტრის ასევე მიესალმა ნატო-ს გენერალური მდივნის ექსპერტების მიერ ინიცირებული დოკუმენტის მიღებას.
„ნატო-ს გენერალური მდივნის ექსპერტებმა მიიღეს სასიცოცხლო მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელიც ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი შემდგომი სტაბილური განვითარებისთვის და რეგიონული უსაფრთხოებისთვის. მადლიერი ვარ ალიანსისა და გენერალური მდივნის სტოლტენბერგის მხარდაჭერისთვის“ - განაცხადა ზალკალიანმა.
ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი, ამ მხრივ მიღწეული წარმატებები და საქართველოს ნატო-ში გაწვერიანების ხელშეწყობისკენ მიმართული სამომავლო აქტივობები.
17-01-2026