გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ტატუნაშვილის ცხედარს ქართულ მხარეს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გადასცემენ - თემურ ცხურბატი

14-03-2018

ჟურნალისტი თემურ ცხურბატი აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშილის ცხედარი მის ოჯახს შესაძლოა, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების, 18 მარტის შემდეგ გადმოსცენ.


„დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ სავარაუდოდ, ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალის მორგშია. სავარაუდოდ, მას 18 მარტის შემდეგ დააბრუნებენ, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ვფიქრობ, ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული“ - აცხადებს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს, დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის გულის შეტევით გარდაიცვალა. საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით დაკავებულმა ტატუნაშვილმა სინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანისას თანმხლებ სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია და იარაღის წართმევა სცადა, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნა ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები, რის გამოც ტატუნაშვილმა წონასწორობა დაკარგა და კიბეზე დაეცა, მიღებული დაზიანებების გამო ის ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს სადაც გულის პრობლემების გამო გარდაიცვალა.

newposts