გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლაგოდეხში წაქცეულმა ასწლოვანმა მუხამ საფლავები დააზიანა

14-03-2018

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანში მდებარე სასაფლაოზე ასწლოვანი მუხა გადავარდა და საფლავებს დაეცა. 

შემთხვევის შედეგად რამდენიმე საფლავის რკინის კონსტრუქცია დაზიანდა. 
როგორც knews.ge-ს არეშფერანის დამინისტრაციულ ერთეულში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, ზურაბ სხირტლაძემ განუცხადა, მერიის ზედამხედველობის სამსახური ხეს სპეციალური ტექნიკის მეშვეობით გაიტანს. 
„მუხის წაქცევის შედეგად საფლავის ქვები არ რაის დამტვრეულია. დაზიანებულია რამდენიმე საფლავის რკინის კონსტრუქციები. ხეს ტოტები უკვე მოვჭერით. ველოდებით ე.წ. კრანს, რომელის მეშვეობით ხეს საფლავიდან გავიტანთ“, -განუცხადა knews.ge-ს ზურაბ სხირტლაძემ. 
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, დაზიანებული საფლავების აღდგენის მიზნით თანხა, სავარაუდოდ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. 
„მომხდარის შესახებ ინფორმაცია არეშფერანის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩემმა წარმომადგენელმა მომაწოდა. ადგილზე იმყოფებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. შევისწავლით ვითარებას და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. საფლავების აღდგენის თანხა, სავარაუდოდ, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა“, - განუცხადა knews.ge-ს ჯონდო მდივნიშვილმა.


knews.ge