გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სანაპირო დაცვის დეპარტამენტს რუმინეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტომ მყვინთავების თანამედროვე აღჭურვილობა გადასცა

5-12-2020

რუმინეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (RoAid), პროექტის "ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის ფარგლებში შემოთავაზებული მხარდაჭერა 2020-2023" ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს მყვინთავების თანამედროვე პაკეტი გადასცა, რომელიც მყვინთავების ინდივიდუალური აღჭურვილობის ხელსაწყოებსა და აქსესუარებს, ასევე, წყალქვეშა უსადენო საკომუნიკაციო სადგურებს მოიცავს.

საქართველოს სასაზღვრო პოლიცია რუმინეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსთან, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, საზღვაო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, მჭიდროდ თანამშრომლობს.