გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არჩილ თალაკვაძის სამი მოადგილის ვინაობა ცნობილია

11-12-2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, აჩილ თალაკვაძის სამი მოადგილის ვინაობა ცნობილია.

პარლამენტის სპიკერის პირველი მოადგილე ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, გია ვოლსკი იქნება, რომელიც თალაკვაძემ თავად წარადგინა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იქნება აგრეთვე ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და საბურეთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, დავით სერგეენკო. მმართველი პარტიის ქვოტით თალაკვაძის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს კახა კუჭავაც.

რაც შეეხება პარალემენტის თავმჯდომარის მოადგილეებს ოპოზიციის ქვოტით, იმის გამო, რომ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმს აგრძელებს, აღნიშნული თანამდებობები ვაკანტური რჩება.