გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

წითელი ჯვარი COVID-19-ის პანდემიის პირობებში ლანჩხუთში, რისკ ჯგუფში მყოფ ადამიანებს დაეხმარება

18-12-2020

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების წარმომადგენლები დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერს შეხვდნენ.

როგორც წითელი ჯვრის ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნატო ჟორდანიამ განაცხდა, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის პარტნიორობით, COVID-19-ის პანდემიის პირობებში რისკ ჯგუფში მყოფ ადამიანებს დაეხმარებიან. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 70 წლის და უფროსი ასაკის მარტოდ მცხოვრები ადამიანები სასურსათო და ჰიგიენურ ამანათებს მიიღებენ.

მინდა მადლობა გადავუხადო წითელი ჯვრის ორგანიზაციას, მის ხელმძღვანელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ქალბატონ ნატო ჟორდანიას, იმ დიდი მხარდაჭერისათვის, რასაც ისინი ლანჩხუთში მცხოვრები, მოწყვლადი ოჯახებისადმი წლების განმავლობაში იჩენენ.