გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

სოხუმის უნივერსიტეტის ინიციატივით, დღეს 1993 წელს სოხუმზე თავდასხმის მოგერიების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

14-03-2018

სოხუმის უნივერსიტეტის რექტორატისა და სტუდენტთა ინიციატივით, ხვალ სოხუმის მოედანზე ღონისძიება ჩატარდება, რომელიც 1993 წლის 15-16 მარტს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მონაწილეობით სოხუმზე განხორციელებული მასშტაბური შეტევის ქართული მხარის მიერ წარმატებით მოგერიების 25 წლისთავს ეძღვნება. 
სამხედრო ოპერაციის დროს დაღუპულ მეომართა ხსოვნის უკვდავსაყოფად აინთება სანთლები, გაუშვებენ საჰაერო ფრანებს.
ქართული ჯარის ისტორიაში 15-16 მარტის სამხედრო ოპერაცია შევა, როგორც ქართველი არტილერისტების, რიგითი მებრძოლების, სოხუმელების შეუპოვრობის, პატრიოტული სულისკვეთების, სამშობლოსათვის თავგანწირვის სანიმუშო მაგალითი.
სწორედ სოხუმის დამცველთა მაღალ პატრიოტულ ფონზე სამხედრო თვალსაზრისით ჩატარებული ქრესტომათიული სამხედრო ოპერაცია დაედო საფუძვლად 15 მარტის ქართული არტილერიის დღედ გამოცხადებას.

ღონისძიება 19:30 საათზე დაიწყება.