გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ნინო ბერძული: მთავრობა მუშაობს ვაქცინაციის გეგმასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფები შექმნილია და ამ გეგმის შემუშავების ნაწილში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ოფისი ჩართულია

21-12-2020

ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, ბევრი საკითხი განვიხილეთ, რომელიც შეეხებოდა, როგორც კოვიდს, ასევე გრძელვადიან გეგმებს და იმ რეფორმებს, რომელიც აუცილებელია, რომ გატარდეს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების თვალსაზრისით,-ამის შესახებ ჯანმოს ევროპის რეგიონის ოფისის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელმა ნინო ბერძულმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და WHO-ის ევროპის რეგიონულ დირექტორის ჰანს კლუგეს შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მისივე თქმით, ყურადღება გამახვილდა ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე არის რამდენიმე ვაქცინა, რომელიც მალე ალბათ გადაუდებელი მოხმარებისთვის იქნება ავტორიზებული, თუმცა მნიშვნელოვანია სისტემის მომზადება იმისთვის, რომ ვაქცინაციის წარმატებულად წარმართვა მოხდეს. ვიცით, რომ ამისთვის, საქართველო, მთავრობა მუშაობს ვაქცინაციის გეგმასთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფები არის შექმნილი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ოფისი, რა თქმა უნდა, ჩართულია ამ გეგმის შემუშავების ნაწილში“,-განაცხადა ნინო ბერძულმა.