გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ცაიშში შუალედური არჩევნები 13 მაისს გაიმართება

15-03-2018

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით  ცაიშში არჩევნები 13 მაისს დანიშნა. ცესკოს ინფორმაციით, არჩევნები ჩატარდება ცაიშის თემის სამ საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 2829 ამომრჩეველი.

საკრებულოს შუალედურ არჩევნებს ცესკოსთან ერთად ორგანიზებას გაუწევს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია.

დღესვე ცესკომ 13 მაისის არჩევნებისთვის ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. ასევე განისაზღვრა არჩევნებისთვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები.

ცაიშის თემში შუალედური არჩევნები კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო დაინიშნა. 2017 წლის ოქტომბერში ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებული კანდციდატი თამაზ ჟორჟოლიანი ავტოავარიის შედეგად ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომამდე დაიღუპა.

დღეიდან მოქმედებს ყველა ის საკანონმდებლო მოთხოვნა, დაშვება და აკრძალვა, რაც არჩევნების დანიშვნას უკავშირდება. კერძოდ, დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოების წესები. ასევე, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები. გარდა ამისა, დაიწყო რეგისტრაციის პროცესი როგორც პოლიტიკური პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფებისათვის, ისე აკრედიტაციის მსურველი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. 

რადიო "ათინათი"