გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი გახარია: სახელმწიფოს მხრიდან შშმ პირების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით კომპრომისები არ იქნება

23-12-2020

სახელმწიფოს მხრიდან შშმ პირების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით კომპრომისები არ იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, მიხეილ სარჯველაძის კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფოს დამოკიდებულება შშმ პირების დახმარების ჭრილში სახელმწიფოს და მთავრობის სახესაც აჩვენებს.

„სახელმწიფოს მხრიდან შშმ პირების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით, კომპრომისები არ იქნება. რა თქმა უნდა, იქ არის გარკვეულ ფინანსურ ხარჯებზე საუბარი, იმ კანონშიც, რომელზეც თქვენ ბრძანეთ, მაგრამ ეს პროცესი არ გაგრძელდება, პირიქით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სოციალური პოლიტიკის შემდგომ დახვეწაზე, გაუმჯობესებასა და გაძლიერებაზე რა თქმა უნდა ერთ-ერთი ცენტრალური როლი არის სახელმწიფოს დამოკიდებულება შშმ პირების დახმარების ჭრილში და ეს სახელმწიფოს და მთავრობის სახესაც აჩვენებს,“- განაცხადა პრემიერმა.