გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია „ევროპელები“ იქმნება

15-03-2018

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ახალი ფრაქცია „ევროპელები“ იქმნება. საკრებულოს აპარატის უფროსის ნატა პაპასკირის ინფორმაციით, სამწევრიანმა ფრაქციამ შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინა, რომელიც კომისიამ უკვე განიხილა.

ფრაქცია ოფიციალურად მას შემდეგ შეიქმნება, რაც წინადადებას ბიურო და შემდეგ უკვე საკრებულო დაამტკიცებს.

ფრაქცია „ევროპელებში“ „ევროპული საქართველოს“ წევრები ბათლომე შელია და ირაკლი ღურწკაია იქნებიან. მესამე წევრი კი ენმ-ის ყოფილი, ამჟამად კი „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გელა თოლორაიაა.

რადიო "ათინათი"