გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

აჭარაში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სასურსათო კალათების დარიგება გრძელდება

27-12-2020

აჭარის მთავრობის მიერ კორონავირუსით გამოწვეული ზიანის შემსუბუქების მიზნით სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სასურსათო კალათების დარიგება გრძელდება.

მთავრობის მიერ უკვე შეძენილია პროდუქცია და მუნიციპალიტეტების ჩართულობით დაწყებულია ბენეფიციარებისთვის გადაცემა.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროცესში ბიზნეს სექტორიც ჩაერთო (ეიჩ გრუფი, გრინ რიზორთ, დინამო ბათუმი, კომპანია მეტრო, მზიური გარდენს, ლამინი -ჯი) და მათი მონაწილეობით დამატებით, 2000 პირს წინასაახალწლოდ დაურიგდებათ სასურსათო კალათები.

პროდუქტების დარიგების და გადანაწილების პროცესში მონაწილეობა მიიღეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ. ასევე ესტუმრნენ ბათუმის სათნოების სავანეს. თავშესაფრის ყველა მობინადრე თავს ჯანმრთელად გრძნობს.

პანდემიის პირობებში, სოციალურად დაუცველი სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის დახმარების მიზნით 50 000 მეტი სასურსათო კალათის და მედიკამენტების მიწოდება განხორციელდა. დარიგების პროცესში მოხალისეები, ახალგაზრდები და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლები არიან ჩართულები.