გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

გორთან ახლოს ქიმიური ნარჩენები ღია სივრცეში დაწვეს

15-03-2018

გორთან ახლოს, ქიმიური ნარჩენები ღია სივრცეში დაწვეს. ვიდეო მოქალაქემ იმ დროს გადაიღო, როდესაც წვის პროცესი მიმდინარეობდა. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

ნარჩენები სატვირთო ავტომანქანით მიიტანეს, ჯერ დაწვეს და შემდეგ მიწა მიაყარეს.

ნარჩენების მართვის კოდექსის მიხედვით, ღია სივრცეში ნარჩენების წვა აკრძალულია. აკრძალულია ასევე ფოთლების წვაც. მაგალითად, 2017 წელს, ფოთლების წვის გამო, 200-მდე ადამიანია დაჯარიმებული.

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, 1 ტონა რეზინის მასალის წვის შედეგად, ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი.

imedinews.ge