გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ქალაქ ბოლნისში მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩების მოწყობის მე-3 ეტაპი დასრულდა

30-12-2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩების მოწყობის მე-3 ეტაპის დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო.

პროექტის ფარგლებში ადგილობრივი ბაზალტით ქვაფენილი დაიგო, ფასადები მოეწყო და ყველა მოსახლის ჭიშკარი გამოიცვალა. სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 175 000 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის პირველი ეტაპის განხორციელების დროს, მოსახლეობამ მიმდებარე ჩიხების კეთილმოწყობაც მოითხოვა, თვითმმართველობამ კი მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე ჩიხებში ქვაფენილის დაგების გადაწყვეტილება მიიღო.

„მერაბ კოსტავასა და იაკობ ცურტაველის ქუჩებზე ქვაფენილის დაგების სამუშაოების მე-3 ეტაპი წარმატებით დასრულდა. ქუჩებზე ფასადების რეაბილიტაციაც განხორციელდა, ასევე მოსახლეობის ჭიშკრებიც შეიცვალა. ამ ქუჩებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მომავალ წელსაც გაგრძელდება. აქ მოსახლეობას წლების განმავლობაში ამორტიზირებული გზით უწევდა სარგებლობა და მოხარული ვარ, რომ მათ ამ პრობლემას აქტიურად ვუგვარებთ“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.