გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ბოლნისში, მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს სასურსათო პაკეტები გადაეცათ

30-12-2020

„სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის, მაჰირ მამმედოვის ინიციატივითა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ჩართულობით, ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ მოწყვადი კატეგორიის ოჯახებს წინასაახალწლოდ სასურსათო პაკეტები დაურიგდათ.

სასურსათო პაკეტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა სოფელ ძველ ქვეშში მცხოვრებ მოწყვლადი კატეგორიის ოჯახს სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროს იროდი უგრეხელიძესთან ერთად პირადად გადასცა.

„სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ მიერ მომზადებული სასურსათო პაკეტები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოწყვლადი კატეგორიის 50-მა ოჯახმა მიიღო.