გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახური უქმე დღეებშიც ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს

31-12-2020

საქართველოში, 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით, გამოცხადებულია უქმე დღეები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები, ქვეყნის მასშტაბით, ინსპექტირებას მხოლოდ კრიტიკულად მნიშვნელოვანი შემთხვევების დროს განახორციელებენ.

გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახური კი, უქმეების მიუხედავად, შეუზღუდავად იმუშავებს - დეპარტამენტის თანამშრომლები, სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ შეტყობინებებზე დაუყოვნებლივ მოახდენენ რეაგირებას. ასევე, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ პატრულირების ეკიპაჟები, რომლებიც გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან პატრულირებას განახორციელებენ.