გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი გახარია: განუზომელია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლი ქართველი ერის სულიერების განმტკიცებაში, ისტორიული უნიკალურობისა და ტრადიციების შენარჩუნებაში

4-01-2021

სიყვარულითა და უდიდესი პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მილოცვაში ხაზგასმულია კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლი ქართველი ერის სულიერების განმტკიცებაში, ისტორიული უნიკალურობისა და ტრადიციების შენარჩუნებაში.

„სიყვარულითა და უდიდესი პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს.

განუზომელია მისი ღვაწლი ქართველი ერის სულიერების განმტკიცებაში, ისტორიული უნიკალურობისა და ტრადიციების შენარჩუნებაში. განსაკუთრებით დასაფასებელია ჩვენი პატრიარქის წვლილი ჩვენი ეკლესიების აღდგენასა და ერის განათლებაში.

ახლაც, როცა მთელი მსოფლიო უხილავ მტერს ებრძვის, მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა ჩვენ, მთელ საქართველოს გვაძლევს განსაკუთრებულ ძალას, ერთმანეთზე ზრუნვით გადავლახოთ უდიდესი განსაცდელი.
ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას“, - ნათქვამია მილოცვაში.