გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მიხეილ ჩხენკელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს დაბადების დღეს ულოცავს

4-01-2021

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს დაბადების დღეს ულოცავს:

„თქვენო უწმინდესობავ,

უპირველეს ყოვლისა, მსურს გამოვხატო ღრმა პატივისცემა თქვენ მიმართ და მთელი გულით მოგილოცოთ დაბადების დღე!

გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს, რათა კიდევ მრავალი წლის განმავლობაში შეძლოთ დგომა ქვეყნის სულიერების სადარაჯოზე.

აქვე, მსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი უდიდესი ღვაწლისთვის ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიის წინაშე.

კიდევ ერთხელ გილოცავთ 88 წლის იუბილეს, იდღეგრძელეთ ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ!“ – ნათქვამია მილოცვაში.