გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

მიხეილ ჩხენკელი კასპელ მოსწავლეებს შეხვდა

16-03-2018

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი შეხვედრების ციკლს „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“ აგრძელებს. ამჯერად მინისტრი კასპის პირველი და მესამე საჯარო სკოლების უფროსკლასელებს შეხვდა. 

მინისტრთან შეხვედრაზე მოსწავლეებმა გულახდილად ისაუბრეს სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის ბულინგზე, პედაგოგებთან და მშობლებთან დამოკიდებულებაზე, სასკოლო პროგრამებზე, გამოცდებზე. მოსწავლეებმა მინისტრს პრობლემების მოგვარების თავიანთი ხედვებიც გაუზიარეს. 
მიხეილ ჩხენკელმა ახალგაზრდების მხრიდან დასმულ თითოეულ შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცა და მათ იმ სიახლეებზეც მიაწოდა მოკლე ინფორმაცია თუ, რა კეთდება სამინისტროს მხრიდან სკოლებში უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად და სწავლა-სწავლების ხარისხის ასამაღლებლად.