გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

მათ აქვთ შანსი, რომ გააგრძელონ პოლიტიკური ცხოვრება პარლამენტში და არა ქუჩაში - ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე

11-01-2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტელეკომპანია POSTV-ის ეთერში ოპოზიციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ არ შევიდნენ საქართველოს პარლამენტში, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილმა იმ ოპოზიციურ ლიდერებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან არ არიან დაკავშირებული, დაფიქრება და პარლამენტში შესვლა ურჩია.

„ჩვენ ამას ვერ ვიოცნებებდით, რომ არცერთი ნაციონალი არ შესულიყო პარლამენტში, საოცრება მოხდა. უნიჭოები არიან, უტიფრები და ბრიყვები... როცა ამხელა შესაძლებლობას არ გამოიყენებ, 60 კაცი შევიდეს პარლამენტში, უკაცრავად, მაგრამ ვინც ამას გადაწყვეტს, ყველა ეს ადამიანი არის ბრიყვი. მეორე საკითხი, რაც ძალიან მიკვირს და მაოცებს - ის, ვინც პირდაპირ არ არიან დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილთან, მაგრამ არიან ამ რაღაც კომპლექსის ქვეშ - მიშას კომპლექსის, ნუთუ თავმოყვარეობა არ აწუხებთ?! მათ აქვთ შანსი, რომ გააგრძელონ პოლიტიკური ცხოვრება პარლამენტში და არა ქუჩაში და არ გამარგინალდნენ ნაცებთან ერთად. რეალური შესაძლებლობა მოგვეცემა იმისა, რომ რეალური დებატები ვიხილოთ პარლამენტსა და მთავრობას შორის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.