გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ბოლო 24 საათში კოვიდ ვირუსით ინფიცირების 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14, ხოლო გამოჯანმრთელდა 1 792 პირი

20-01-2021

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 469 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 20 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

„ბოლო 24 საათში ჩატარდა 6 122 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 697 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 425 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 469 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 249 934-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 792 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 236 922-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 987 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 469 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 212 შემთხვევა, აჭარა-33, იმერეთი-61, ქვემო ქართლი-31, შიდა ქართლი-34, გურია-12, სამეგრელო - ზემო სვანეთი-32, კახეთი-25, მცხეთა-მთიანეთი-20, სამცხე-ჯავახეთი-8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 999, საიდანაც: 3 576 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-1 712, აჭარაში-258, იმერეთში-710. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 745 პირი, მათ შორის, თბილისში - 340, აჭარაში-52, იმერეთში-179. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 217 პირი, მათგან თბილისში-155, აჭარაში- 2, იმერეთში-25. 543 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 243-თბილისში, 218-აჭარაში, 32-იმერეთში. 5 880 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 478 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-232, აჭარაში-97, ხოლო იმერეთში-9.

სულ 6 ოქტომბრიდან - 19 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-21 466 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 504 ადამიანი, მათ შორის თბილისში-11 978 პირი, აჭარაში-1 626, იმერეთში-2 459“,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.