გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

ვეტერენების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა ქართული არტილერიის დღე აღნიშნეს

16-03-2018

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეებმა ნიკოლოზ კვეზერელმა და ჯანდრი უბირიამ უწყების თანამშრომლებთან ერთად, გმირთა მოედანზე, აფხაზეთში 1993 წლის მარტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

 

მემორიალთან ასევე შეიკრიბნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები და ვეტერანები. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს 1993 წლის 15-16 მარტის მოვლენები და დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

 

25 წლის წინ, როდესაც მოწინააღმდეგემ ინტენსიური საარტილერიო სროლებით დაარღვია მოქმედი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და იერიში მიიტანა სოხუმზე, როდესაც რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები და აფხაზური შეიარაღებული ფორმირებები უტევდნენ სოხუმს, ყველაზე ფართომასშტაბიანი, „მარტის შემოტევის“ მოგერიებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების არტილერიამ გადამწყვეტი როლი შეასრულა.დიდი მსხვერპლის გამო მოწინააღმდეგე ძალები იძულებულნი გახდნენ, უარი ეთქვათ შეტევაზე და უკან დაეხიათ.

 

15 მარტი ქართული არტილერიის დღედ, სწორედ, ამ დღეებში მოპოვებული გამარჯვებების გამო გამოცხადდა.