გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ბაღდათში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

27-01-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

მოქალაქეებს ქალაქ ბაღდათში ლენტური ტიპის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში კი, ცირკული ტიპის სახერხი საამქროები ჰქონდათ მოწყობილი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროები დალუქეს. ტერიტორიიდან თხმელის სახეობის უკანონოდ მოპოვებული და ტრანსპორტირებული მორებისგან დამზადებული 1,5 კუბურიმეტრი ფიცარიცაა ამოღებული.

ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.