გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დიმიტრი ქუმსიშვილი: ვერტმფრენი უკვე გუდაურშია და დაშავებულები თბილისში გადაგვყავს

16-03-2018

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გუდაურში უკვე დაჯდა ერთი ვერტმფრენიდა დაშავებულებს თბილისში გადაიყვანენ.

„ვერტმფრენი დაჯდა და შესაბამისად, ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი დახმარება იქნება ჩვენთვის. ის უკვე გუდაურშია, ახლა ველოდებით მეორე ვერტმფრენს. უახლოეს მომავალში დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, რამდენიმე საათის წინ, ავარიული გაჩერების გამო საბაგირო უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა, დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა. 

ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია უკვე დაუკავშირდა საბაგიროს მწარმოებელ კომპანია „დოპელმაიერს“, რათა მყისიერი რეაგირება მოხდეს ფაქტზე და გამომწვევი მიზეზების დასადგენად მათ გამოაგზავნონ ექსპერტები.
გუდაურში დაუყონებლივ გაემგზავრა პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. იგი უკვე გუდაურში იმყოფება და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.