გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

დიმიტრი ქუმსიშვილი: უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვისი ბრალეულობაც გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან გამოვლინდება

16-03-2018

„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არავის ჯანმრთელობას აწი უკვე საფრთხე აღარ დაემუქროს“ - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა გუდაურში ჟურნალისტებსგანუცხადა.

მისი თქმით, საბაგირო გზა შემოწმებული იყო დეკემბრის ბოლოს ყველა სტანდარტის დაცვით. 
„თუმცა ამას აღარ აქვს არანაირი მნიშვნელობა. ფაქტია, რომ შემთხვევა მოხდა. ახლა უკვე გამოძიებამ უნდა დაადგინოს და აუცილებლად უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, ვინც ამაში დამნაშავე გამოვლინდება. ვფიქრობ, რომ აქ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობები დადგება“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი-ვიცე პრემიერი გუდაურში იმყოფება, სადაც, სათხილამურო ტრასაზე, ავარიული გაჩერების გამო საბაგირო უკუსვლით ამოძრავდა, რისშედეგადაც მოქალაქები დაშავდნენ. მათ ადგილზე დაუყონებლივ აღმოუჩინეს დახმარება, ამ წუთებში კი ორი მათგანი ჰოსპიტალიზაციისთვის ვერტმფრენით თბილისში გადმოყავთ.