გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ონის მერიაში მეწარმეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

29-01-2021

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად, გეგმიური სამუშაო შეხვედრა გამართა შპს "იერი", შპს „ ცოტნე“, შპს „ჯეი ემ კომპანი", შპს „ ამს ტექნიკა“, შპს „ონის სერვის ჯგუფი“, შპს "ექსპერტიზა მშენებლობა დიზაინის" ,შპს „ სევერო ზაპადის წარმომადგენლობა საქართველოში“, ასევე ამხანაგობა „ დელტამშენი“ წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე განიხილეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლებიც აქტიურად მომდევნო კვირიდან დაიწყება, ასევე ყურადღება გამახვილდა აღნიშნული სამუშაოების შესრულების ხარისხზე, დასრულების ვადებზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, მეწარმეებს მიეცა განმარტება, რომ გეგმა - გრაფიკთან ჩამორჩენის შემთხვევაში განხორციელდება კანონით დადგენილი პროცედურები.

შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის, სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ინსპექტირების მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის, ასევე სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები.