გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2021    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალურ მოძრაობას" საარჩევნო რეფორმა არ აწყობს, მათი მიზანი ოპოზიციური მონოპოლიაა

31-01-2021

„ამ არჩევნებმა პარლამენტში შესვლის შანსი 8 ოპოზიციურ პარტიას და 60 ოპოზიციონერს მისცა. ამიტომ არ აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას" საარჩევნო რეფორმა. მათი მიზანია ოპოზიციაში მონოპოლია შეინარჩუნონ.

ნაციონალურ მოძრაობას" და მის განაყოფებს არ აწყობს არც საარჩევნო რეფორმა და არც პარლამენტში შესვლა იმიტომ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არცევნები, დღევანდელი კანონმდებლობით, ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და 5%-იანი ბარიერით და თუ "ნაციონალური მოძრაობა" დანარჩენ ოპოზიციას დაბლოკავს, ის ოპოზიციაში მონოპოლიას შეინარჩუნებს",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

„ნაციონალურ მოძრაობას" საერთოდ არ აწყობს, რომ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს წაყვეს საარჩევნო რეფორმაში. მათ არ აწყობთ არც დრევანდელი მრავალპარტიული პარლამენტი და სხვებთან ოპოზიციური ძალის განაწილება, მათ არ აწყობთ, რომ 8 ოპოზიციური პარტია იყოს პარლამენტში, მათ ერთადერთი მიზანი აქვთ - მონოპოლია ოპოზიციაში, მონოპოლია დეზინფორმაციაზე და მონოპოლია განსხვავებულ აზრზე",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.