გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2021    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

1-ლი თებერვლიდან, აჭარის ა/ო-ს ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება

31-01-2021

1-ლი თებერვლიდან, აჭარის მასშტაბით ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება.

აჭარის  მტავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით: 

- სასწავლო პროცესის უსაფრთხოების ნორმებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით წარმართვის მიზნით განხორციელდა და გაგრძელდება სკოლების ყოველდღიური მონიტორინგი.

- სკოლები აღიჭურვა ხელის სადეზინფექციო საშუალებებით, ზედაპირების დასუფთავების სპეციალური ხსნარებით, დეზობარიერებით და თერმოსკრინინგის აპარატებით.

- რეაბილიტირდა სკოლების სველი წერტილები.

- გარდა ამისა, სკოლების პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტესტრება COVID-19-ზე.

- ყველა სკოლამ გაიარა შრომის ინსპექციის შემოწმება და მიიღო დადებითი დასკვნა.

- მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტით. მოსწავლეების ტრანსპორტირებისას გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის რეკომენდაციები.

- აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი უწყვეტად ხორციელდებოდა. 2020 წელს სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ჯამში 10 მლნ ლარით დაფინანსდა, ხოლო 2021 წელს ეს თანხა 3 მლნ ლარით გაიზარდა და 13 მლნ ლარს შეადგენს. 2020 წელს აშენდა 1 და დაიწყო 8 სკოლის მშენებლობა. სხვადასხვა სახის მცირე სარემონტო სამუშაოები, მათ შორის სველი წერტილების რეაბილიტაცია, ჩატარდა თითქმის ყველა სკოლაში. 2021 წელს აჭარაში განხორციელდება 9 სკოლის და 4 სპორტდარბაზის სამშენებლო სამუშაოები, ხოლო 40 სკოლას ჩაუტარდება სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია, ასევე გაგრძელდება სკოლების აღჭურვა სხვადასხვა ინვენტარით.