გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

წითელ ხიდზე არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

1-02-2021

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი“, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან, აზერბაიჯანში რეგისტრირებული სატვირთო ავტომანქანა შემოვიდა. მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, აღნიშნული ავტოტრანსპორტის დეტალური დათვალიერების შედეგად, სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი გამოვლინდა.

აღნიშნული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 11 085 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ემუხლის I ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 11 085 ლარის ოდენობით შეეფარდა.