გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პენიტენციური სამსახური საზოგადოებას ინტენსიური PCR ტესტირების მორიგ შედეგებს აცნობს

2-02-2021

სპეციალური პენიტენციური სამსახური განაგრძობს საზოგადოების ინფორმირებას პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე ინტენსიური PCR ტესტირების შედეგების შესახებ.

უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინტენსიური ტესტირების პირველი ეტაპი დასრულებულია. ჯამში ჩატარდა 11944 ტესტი, საიდანაც დადებითი არის 194 (მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 26) პასუხი. ტესტირება ჩაუტარდა N18 (სამკურნალო) დაწესებულებაში მყოფ 103 პატიმარს და ყველა ტესტის პასუხი იყო უარყოფითი. ასევე ტესტირება ჩაუტარდა N17 პენიტენციური დაწესებულების 1499 მსჯავრდებულს, რომელთაგან 81-ს covid-19 დაუდასტურდა. მოცემული პირების მდგომარეობა სტაბილურია, მათი უმეტესობა ე.წ. უსიმპტომო პაციენტები არიან, ხოლო ნაწილს სუსტად გამოვლენილი სიმპტომები აქვს. ისინი დაწესებულების მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და იზოლირებულები არიან დაწესებულების დანარჩენი კონტიგენტისგან. თუ დადგა მსჯავრდებულის/მსჯავრდებულების ჰოსპიტალიზაციის საჭიროება, პენიტენციური სამსახური მათ ჰოსპიტალიზაციას და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს.

"აღსანიშნავია, რომ განმეორებითი PCR ტესტირება (ორი კვირის შუალედით) უკვე ჩატარდა ცხრა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო N5 (ქალთა) დაწესებულებაში ტესტირება უკვე მესამედ ჩატარდა, ჯამში 2988 - ტესტი. აქედან დადებითია მხოლოდ 5 შემთხვევა. კერძოდ, 3 შემთხვევა N5 (ქალთა) დაწესებულებაში, სადაც იყო 26 დადასტურებული და შესაბამისად, 23 გამოჯანმრთელდა. ასევე 2 დადასტურებული შემთხვევაა N2 (ქუთაისის) დაწესებულებაში, სადაც იყო 5 დადასტურებული, შესაბამისად, 3 გამოჯანმრთელდა" - აცხადებენ უწყებაში.