გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ოზურგეთში სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

2-02-2021

გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ზურაბ ნასარაიას ხელმძღვანელობით, სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე მიმდინარე წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს.

ასევე, განიხილეს 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების მიერ დაგეგმილი პროექტები. 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამაში საქართველოს ოთხი რეგიონი, მათ შორის გურია მონაწილეობს. საკონსულტაციო საბჭოს სხდომას რწმუნებულის მოადგილეები აკაკი შენგელია, ქეთევან მოისწრაფეშვილი, სამივე მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები დაესწრნენ.