გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

სარფში მებაჟეებმა არადეკლარირებული მედიკამენტები აღმოაჩინეს

3-02-2021

საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ა.მ.-ს და ა.ი.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტოტრანსპორტის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული, სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი (საერთო წონით 18 კილოგრამი) აღმოაჩინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში 14 620 ლარი შეეფარდათ.