გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ამბროლაურში ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

18-03-2018

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხლში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც, სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, ბორდიურთან შეჯახების შემდეგ გზის მეორე მხარეს გადავიდა, ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ „რეგინფოს“ უთხრა, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან მხოლოდ ერთი ადამიანის გამოყვანა შეძლეს, რომელიც უკვე გარდაცვლილი იყო. მეორე მამაკაცი მანქანაში დაიწვა. მისივე ინფორმაციით, დაღუპულები სოფელ მუხლში მდებარე თაბაშირის კარიერში მუშაობდნენ. ისინი დილით სამსახურში მიდიოდნენ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის 3117 შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან 345 დაზარალებულის სიკვდილით; 2017 წელს 2605 ავტოსატრანსპორტო შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან 322 დაზარალებულის სიკვდილით. 2018 წლის იანვარში 466 ავტოსატრანსპორტო შემთხვევაა რეგისტრირებული.

reginfo.ge