გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები გერმანიაში Combined Resolve XV სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ

6-02-2021

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის, 41-ე ბატალიონის „ჩარლი“ ასეულის პირადი შემადგენლობა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საერთაშორისო მრავალეროვნულ სწავლებაში - Combined Resolve XV მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაურმა, ვიცე - პოლკოვნიკმა გიორგი ჯინჭარაძემ ალექსეევკას სამხედრო აეროდრომიდან გააცილა და წარმატებები უსურვა.

საერთაშორისო სწავლებაში Combined Resolve XV 10 ქვეყნის 4700-მდე სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. სწავლება აშშ-ის არმიის გრაფენვოერისა და ჰოჰენფელსის საწვრთნელი რაიონებში 1-ელ თებერვალს დაიწყება და 5 მარტამდე გაგრძელდება. სამხედრო წვრთნები ქვედანაყოფის მართვის პროცედურებს, ტაქტიკურ გადაადგილებას, ტერიტორიის დაკავებას, კონტაქტზე რეაგირებას, შეზღუდული ხილვადობის პირობებში ოპერაციის წარმოებასა და დაკავებული ტერიტორიის დაცვის საკითხებს მოიცავს. სწავლების მიზანია ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის შეფასება და მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდა.