გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

პოლიციამ ნამახვან ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე იარაღები და ე.წ. „დუბინკები“ ამოიღო

7-02-2021

წყალტუბოს რაიონში, სოფელ ჟონეთთან ნამახვან ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მიმდინარეობისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი ავტომობილი შეაჩერეს.

ერთ-ერთი ავტომობილიდან ამოღებულია ვინჩესტერის მოდელის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და სნაიპერული შაშხანა, ხოლო მეორე ავტომობილიდან ბეისბოლის ჯოხი და ბლაგვი საგანი, ე.წ. „დუბინკა“.

პოლიციამ ჩამორთმევის შემდეგ მფლობელებს განუმარტა რომ აღნიშნული ნივთები აქციის დასრულების შემდეგ დაუბრუნდებოდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.