გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

110 310 კილოგრამი სიმინდი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

8-02-2021

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის პორტი’’, უკრაინის რესპუბლიკიდან 110 310 კილოგრამი სიმინდით დატვირთული საზღვაო კონტეინტეინერი შემოვიდა.

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტების მიერ, ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის განხორცილებისას, გამოვლინდა დარღვევა, კერძოდ, ტვირთზე ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატი.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.