გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

სოფლის მეურნეობის დარგში არსებული გამოწვევები -მინისტრის მოადგილე გურიას სტუმრობდა

19-03-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი გურიის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც მხარის გუბერნატორთან მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის დარგში არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე. აღინიშნა, რომ პროცესში სამინისტროს ყველა უწყება თვითმმართველობებთან და სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად კოორდინირებულად იქნება ჩართული. დამონტაჟდება მონიტორინგის სისტემები და შედეგების მიხედვით დაიგეგმება ღონისძიებები. შეხვედრაზე ასევე განიხილეს კოლხეთის ეროვნული პარკის 9000 ჰა ტერიტორიაზე მუნიციპალური მმართველობის განხორციელების შესაძლებლობები, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სამუშაოების განხორციელების სამომავლო პერსპექტივები და სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, არაექსტენციის ფუნქციების თვითმმართველობების გადაცემაზე იმსჯელეს.

"გურიის მოამბე"