გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

რუსთავში 40 წლის მამაკაცმა 12 წლის გოგონა კორპუსის სარდაფში ძალის გამოყენებით ჩაიყვანა და სასტიკად აწამა

19-03-2018

რუსთავში  გავრცელებული ინფორმაციით, 12 წლის გოგონას სადარბაზოში 40 წლამდე მამაკაცი შეხვდა. მამაკაცმა მცირეწლოვანს პირზე ხელი ააფარა და კორპუსის სარდაფში ძალის გამოყენებით ჩაიყვანა. “ინფო რუსთავთან” მეზობლები აცხადებენ, რომ სარდაფიდანბავშვის ყვირილი შემოესმათ და დასახმარებლად მივიდნენ, რა დროსაც მამაკაცი ადგილიდან მიიმალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, თუმცა მოზარდის კლინიკაში გადაყვანის საჭიროება არ იყო. შსს-ში “ინფო რუსთავს” განუცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I პრიმა ნაწილით, რაც არასრულწლოვნის ცემას გულისხმობს.

cyc.ge