გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ხელისუფლების მიერ საარჩევნო უბნების გახსნას გმობს

19-03-2018

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახსნილი საარჩევნო ოლქები საერთაშორის სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება. უწყება საერთაშორისო საზოგადოებისგან ფაქტის შეფასებას ელის.

„ვგმობთ, საარჩევნო უბნების გახსნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს ეწინააღმდეგება ყველა საერთაშორისო სამართლის ნორმას. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და აჩვენებს იმ არალეგიტიმურ ქმედებებს, რაც არის ოკუპაციის შედეგი და რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მისცეს შესაბამისი შეფასება“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

აფხაზეთში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ფარგლებში, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 20 საარჩევნო უბანი, "სამხრეთ ოსეთში" კი 13 საარჩევნო უბანი გაიხსნა.

რადიო "ათინათი"