გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გიორგი გახარია ზაზა გახელაძის საქმეზე: სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად უახლოეს პერიოდში გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ ჩვენს მოქალაქეს დავეხმაროთ

12-02-2021

ყველა იმ დედაქალაქთან ერთად, რომლებიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს წარმოადგენენ, უახლოეს პერიოდში გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ ჩვენს მოქალაქეს დავეხმაროთ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი აგხარიამ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის უკანონო პატიმრობის 12 წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის საოკუპაციო ძალების სრულიად უკანონო გადაწყვეტილება.

„მე პირადად მქონდა ინტენსიური კომუნიკაცია და მოლაპარაკებები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ამ თემაზე და ყველა იმ დედაქალაქთან ერთად, რომლებიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს წარმოადგენენ, უახლოეს პერიოდში გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ ჩვენს მოქალაქეს დავეხმაროთ", - აღნიშნა პრემიერმა.