გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ხულოს თეატრის შენობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

12-02-2021

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 09.02.2021 წლის №02/5 ბრძანებით, ხულოს დრამატულ თეატრის შენობას ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

შენობა დაბა ხულოში მდებარეობს.იგი 1930-იან წლებშია აგებული და მისი დაარსება ცნობილი ქართველი რეჟისორის სიკო დოლიძის სახელს უკავშირდება. XX საუკუნის ათიან წლებში ხულოს რაიონში სიკო დოლიძის თაოსნობით პირველი თეატრალური წარმოდგენები დაიდგა, ხოლო თეატრისათვის შენობის აგება 1931 წელს დაიწყო. 1937 წელს რეჟისორ მ. ქორელის სპექტაკლით „ანზორი“ გაიხსნა ხულოს სახელმწიფო დრამატული თეატრი. ამ დადგმას მოჰყვა მომდევნო წლებში სხვა ქართველი კლასიკოსი დრამატურგების ნაწარმოებები: „ყვარყვარე თუთაბერი“, „სამშობლო“, „დარისპანის გასაჭირი“ და სხვები.

1952 წელს თეატრი დაიხურა და სამოციანი წლების ბოლოდან თეატრმა სახალხო თეატრის სტატუსით დაიწყო ფუნქციონირება. 1992 წელს თეატრს კვლავ მიენიჭა სახელმწიფო დრამატული თეატრის სტატუსი“.