გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ონის მერიაში სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

15-02-2021

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ეკა მაისურაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებთან.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს ყოველკვირეული გეგმა და ინფორმაცია სამუშაო პროცესის მიმდინარეობაზე, ასევე განიხილეს მუშაობის პერიოდში გამოკვეთილი პრობლემური საკითხები. იმსჯელეს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მიმდინარე და დასრულებული სამუშაოების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფსორი - ბაჯიხევის გზაზე არსებული მეწყრული პროცესისგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას, ასევე ქალაქის შემოსასვლელში იერსახის მოწესრიგებას და აღნიშნული კუთხით მიმდინარე პროექტს.