გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მასშტაბური სამხედრო სწავლება მიმდინარეობს

19-03-2018

რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, სარაკეტო-საარტილერიო დანაყოფების სწავლება 19 პოლიგონზე გაიმართება.


„მათ შორის არიან ვოლგოგრადისა და როსტოვის ოლქი, სტავროპოლი და ყუბანი, კავკასიის რესპუბლიკები, ასევე, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი“, - ნათქვამია განცხადებაში.


ამავე ინფორმაციის თანახმად, სწავლება ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მასში 8 ათასამდე სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. სწავლებაში სამხედრო ტექნიკის 1400 ერთეული იქნება ჩართული, მათ შორის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები „ტორნადო“, „გრადი“ და „ურაგანი“, ასევე, თვითმავალი საარტილერიო დანადგარები „ხოსტა“, „მსტა-ს“ და „აკაცია“, თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები „ქრიზანთემა“.


ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში კი სწავლებაში მაღალი სიმძლავრის თვითმავალი-საარტილერიო დივიზიონები იქნება ჩართული, რომლებსაც შეიარაღებაში აქვთ 240-მილიმეტირანი ტყვიამფრქვევები „ტიტა“ და 203-მილიმეტრიანი თვითმავალი ქვემეხი „პიონი“.

pia