გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2021    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ნათია თურნავა: სარესტორნე ინდუსტრიასთან ერთად კიდევ ერთხელ ვიმსჯელეთ, როგორ მოვემზადოთ რესტორნების შიდა სივრცეების ამოქმედებისთვის

18-02-2021

„მორიგი ნაყოფიერი შეხვედრა შედგა სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლებთან და კიდევ ერთხელ ვიმსჯელეთ, როგორ მოვემზადოთ იმ ეტაპისთვის, როდესაც რესტორნების შიდა სივრცეების ამოქმედებას შევძლებთ", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ რესტორნების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მობილობის თვალსაზრისით, უკვე გახსნილია საკმაოდ ბევრი სფერო, გარკვეული პერიოდია საჭირო იმაზე დასაკვირებლად, თუ როგორ იმოქმედებს ეპიდვითარებაზე სკოლების, ტრანსპორტის, სავაჭრო ინდუსტრიისა და ბაზრობების გახსნა. ნათია თურნავას განმარტებით, თუ ყველაფერი კონტროლქვეშ იქნება და ვითარება ისეთივე პოზიტიური იქნება, როგორც დღეს, არ არის გამორიცხული, რომ ახლო მომავალში საკოორდინაციო საბჭოზე უკვე რესტორნების შიდა სივრცეების გახსნაზე მოხდეს მსჯელობა.

„ამისთვის აუცილებელია, დავინახოთ რა პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე ეს სფერო. ამიტომ ჩვენ გვესწრებოდა შრომის ინსპექციის თავმჯდომარე, სფეროსთან ერთობლივად გავიარეთ დამატებითი რეგულაციები და ისეთ დეტალებში ჩავედით, როგორიცაა კვადრატულობაზე სტუმრების რაოდენობის გადანაწილება, სავალდებულო ტესტირების წარმოება და სხვა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებული მოთხოვნაა და კვლავაც სიმკაცრე იქნება გამოჩენილი ე.წ. სოციალური ღონისძიებების მიმართ, როდესაც საკმაოდ ბევრი ადამიანი იკრიბება რესტორანში, რაც დღეს აკრძალულია.

„კარგად მოგეხსენებათ, რომ შარშან ზაფხულში სწორედ ასეთი ხალხმრავალი ქორწილები, დაბადების დღეები, ნათლობები გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა ეპიდვითარების გაუარესების. სასიამოვნოა, რომ დავინახეთ მათი მხრიდან სრული მზადყოფნა და საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობა დავინახეთ. პირიქით, აქეთ მოგვიწოდებდნენ რესტორნები, რომ კონტროლი უფრო მეტად გავამკაცროთ", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ამასთან ნათია თურნავამ თხოვნით მიმართა მეიჯარეებს, რომ ნუ შეუქმნიან პრობლემებს იმ რესტორნებს, რომელთაც ფართები აქვთ ნაქირავები

„ეს ინდუსტრია ძალიან მალე სრულყოფილად ამოქმედდება, ფეხზე დადგება და მათზე უკეთესი დამქირავებლები, მერწმუნეთ, არ გეყოლებათ. აქედან გამომდინარე, ვთხოვ მეიჯარეებს ასევე მოთმინებით მოეკიდონ და ნუ შეუქმნიან პრობლემებს იმ რესტორნებს, რომელთაც ფართები აქვთ ნაქირავები, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ეს ერთ-ერთი სწრაფად აღდგენადი ბიზნესია", - განაცხადა სარესტორნე ინდუსტრიასთან შეხვედრის შემდეგ ნათია თურნავამ.