გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გურიის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სასამართლომ ნარკოტიკების მოხმარებისთვის დააჯარიმა

19-03-2018

გურიის პოლიციის მთავარი სამმართველოს სამორიგეო განყოფილების მორიგე ინსპექტორი, სასამართლომ ნარკოტიკების მოხმარებისთვის დააჯარიმა.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, პოლიციის თანამშრომელი შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ ნარკოტიკული თრობის შემოწმების მიზნით გადაყვანილ იქნა ნარკოლოგიურ დაწესებულებაში, რა დროსაც მას ნარკოტიკის მოხმარება დაუდგინდა. ის სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა.

უწყების ცნობით, პოლიციის თანამშრომელი სამსახურიდან დათხოვნილი იქნება მოსამართლის დადგენილების საფუძველზე.

cyc.ge