გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

საქართველოდან 13 ათასი ტონა ვაშლი ექსპორტირებული

22-02-2021

მიმდინარე წლის 21 თებერვლამდე პერიოდში საქართველოდან 13.0 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რაც, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რეკორდულია უკანასკნელი 20 წლის (მარკეტინგული წლები) მაჩვენებლების მიხედვით და რომლის ღირებულებამ 5.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 13-ჯერ აღემატება 2019/2020 წწ ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 5.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

2020 წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 12.5 ათასი ტონა. რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ყაზახეთში, სომხეთში, უნგრეთში, თურქმენეთში, უკრაინაში, მოლდოვაში, სინგაპურსა და ჰონკონგში.